ჭო
ჭონ

ჭონხანა

ჭონხანა სპარსული წარმოშობის ორი სიტყვისაგან შედგება: „ჭონი“ - მექუდე და „ხანა“ ადგილი. მექუდეთა რიგები ძველ თბილისში ძირითადად ორ ადგილზე იყრიდნენ თავს. ერთ-ერთი ჭონხანა დღევანდელი სიონის ქუჩის დასაწყისის ორთავ მხარეზე იყო განლაგებული და ჩორსუს დახურულ ბაზარს ებჯინებოდა, ჩორსუ აწინდელი სიონისა და ერეკლეს ქუჩების შესაყარზე მდებარეობდა. პატარა ჭონხანა (რამდენიმე დუქანი) თათრის (დღვანდელი გორგასალის) მოედნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე მდებარეობდა, მენაბდეთა დუქნების გაგრძელებაზე, ციხის დიდი ეკლესიის (სურფგევორქის) წინ.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9