ხა ხი ხო ხუ
ხალ ხარ

ხალანხანა

300 არაგველების ბაღთან შემორჩენილია ფრაგმენტები ძველი გალავნისა, რომელიც თბილისს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იცავდა. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყვეს რომ გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-12, მე-13 საუკუნეებში თბილისის ერთ-ერთი სახელოსნო უბანი იყო. უბნის უძველესი სახელწოდებაა „ხალანხანა“. იგი ორი ნაწილისგან შედგება. „ხალანი“ პირფართო თიხის ჭურჭლის აღმნიშვნელი ტერმინია, ხოლო „ხანა“ სპარსულად ადგილს ან სახლს ნიშნავს. (დ. გვრიტიშვილი, შ. მესხია. თბილისის ისტორია. თბილისი 1952, გვ. 143). ამგვარად, ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კერამიკული ჭურჭლის მკეთებელი ხელოსნები სახლობდნენ. გათხრებისას აქ თიხის გამოსაწვავი ქურები და დიდი რაოდენობის თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა.

მე-13 საუკუნის შემდეგ, მონგოლების არაერთი შემოსევის გამო, ადგილი გაუკაცრიელდა და მე-19 საუკუნის შუა ხანამდე არავინ სახლობდა, თუმცა სახელწოდება ხალხმა საუკუნეების მანძილზე შემოინახა. ჩუიკოს მიერ შედგენილ თბილისის 1800 წლის გეგმაზე მოყვანილია უბნის ძველი დასახელება.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9