ხა ხი ხო ხუ
ხოჯ

ხოჯას აბანო

თბილისის ციხის ფარგლებში განლაგებულ „ციხის აბანოს“ ქალაქელები „ხოჯას აბანოსაც“ ეძახდნენ. ი. გრიშაშვილი ამის თაობაზე, თეიმურაზ ბატონიშვილზე დაყრდნობით, წერდა: „ამ ციხის აბანოს უწოდებდნენ აგრეთვე საჭურისს ხოჯა აღამაჰმადის აბანოს. ტფილისის აღების დროს (1795 წლის ენკენისთვის II-ს). ეს ხოჯა შევიდა ამ აბანოში „გაუკვირდა სიკეთე ტფილისისა, მოეწონა წყალნი წმინდანი ყოველითურთ, აღუმღვრეველნი და მარგებელნი“, მაგრამ სენისგან რომ ვერ განიკურნა, გაბრაზდა და ბრძანება გასცა, აბანოებიც ძირიანად დაენგრიათ“.

ი გრიშაშვილის მოწმობით, ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ციხის ანუ „ხოჯას“ აბანო იყო და გამოირჩეოდა უწესობით, სივიწროვით. „დღესაც თუ სადმე ჩხუბი და ყაყანი ატყდება, იტყვიან „ხოჯას აბანოა?“

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9