გუმბათიანი ეკლესია დგას რიჟინაშვილისა და ლესელიძის ქუჩების გადაკვეთასთან. ეკლესია იერუსალიმის მონასტრების მონაზონთათვის აშენდა V საუკუნეში, რომელთა რიცხვში წმინდა ჯვარის მონასტერიც იყო (აქედან უნდა მოდიოდეს სახელწოდება). ეს ეკლესია დანგრეულ იქნა მონგოლების მიერ და მის ადგილზე XVI საუკუნეში ახალი ტაძარი ააგეს. ეკლესია კვლავ დაინგრა სპარსელების შემოსევისას 1795 წელს და მხოლოდ 1825 წელს იქნა აღდგენილი. ფასადების მოკრძალებულ სამკაულს აგურში გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებები შეადგენს.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.