ჯვ ჯო
ჯოჯ

ჯოჯოს საყდარი

ძველად ასე უწოდებდნენ თბილისელები მეტეხის კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბუულს. პლატონ იოსელიანის ცნობით, გამოქვაბული VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგოდ მოსული 13 სირიელ მამათაგან ერთ-ერთის - ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული - დავითის დროებითი ადგილსამყოფელი ყოფილა. აქედან გადასახლებულა იგი გარეჯის უბანში, სადაც მონასტერი დააარსა. მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მის მოწაფეს დოდოს გამოქვაბულში სამლოცველო - საჟამნო მოუწყვია. შემდგომში თითქოს „დოდოს საყდარი“ დამახინჯებულა და „ჯოჯოს საყდრად“ ქცეულა. პლ. იოსელიანისვე მოწმობით, მისი ახალგაზრდობის ხანაში აღდგომა დღეს აქ ჯერ კიდევ დადიოდნენ მლოცველები.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9