აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
არა არს არწ

არწრუნის ქარვასლა

აღა–მაჰმად–ხანის შემოსევისას დანგრეული ქარვასლების ადგილზე მე–19 საუკუნეში ახალი ქარვასლები შენდება. ასეთი ბედი ეწია თბილისის ქარვასლასაც, რომელიც მეფე როსტომს აუგია 1650 წელს სიონის გვერდებზე და შემდეგ თბილელისათვის უბოძებია. სწორედ ამ ქარვასლის ნანგრევებზე აშენდა მე–19 საუკუნეში არწრუნის ქარვასლა. იგი სიონის ქუჩასა და სანაპიროს შორის არის მოქცეული. ქარვასლა სერიოზულად დაზიანდა ხანძრისაგან და იგი 1855 წელს გადაკეთდა. სიონის ქუჩაზე გამოსული ფასადი კი მოდერნის სტილში 1912 წელს შეიცვალა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9