ბა ბე ბზ ბნ ბო
ბაგ ბაზ ბამ ბატ ბაყ

ბაგები

დღეს მშენებარე საცხოვრებელი უბანია ვაკის განაპირას. პროექტი ითვალისწინებს 8500 მაცხოვრებელს 23 ჰექტარზე. მიკრორაიონი წარმოადგენს რელიეფის სამ ტერასაზე განლაგებულ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ კომპლექსს. თითოეული კომპლექსი 16–სართულიანი კოშკურა, ე.წ. კასკადური და ტერასული სახლებისაგან შედგენილი შერეულ განაშენიანებას წარმოადგენს (არქიტექტორთა ჯგუფი ბ. მამინაშვილის ხელმძღვანელობით).

ადრე აქ ბაღ–ბოსტნები და ფარეხები ჰქონდათ წყნეთელ გლეხებს. სიტყვა „ბაგა“ დაბმული საქონლისათვის განკუთვნილ საკვების ჩასაყრელსაც ნიშნავს. შესაძლებელია აქედან მოდიოდეს ადგილის და შემდეგ სოფლის სახელწოდება.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9