ევ ეს
ესა

ესაი ჰასან ჯალალიანცი

XVIII ს. I ნახევრის სომეხი მემატიანე, განძასარის კათალიკოსი (1702.-28). ცნობილ ნაშრომში „ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია“ დაწვრილებით გადმოგვცემს კონსტანტინე II კახთა მეფის (მაჰმადყული-ხანის) მიერ თბილისის დაუფლებისათვის ბრძოლას. მისი გადმოცემით, თბილისისათვის ბრძოლა 1722 წ. 1 დეკ. დაიწყო და აღდგომის დღესასწაულამდე, ე. ი. 1723 წ. 14 აპრილამდე გაგრძელდა. მემატიანის ცნობით, თბილისისათვის ბრძოლის ეს ეტაპი მაჰმადყული-ხანის მარცხით დასრულდა. მალე ლეკთა დაქირავებული ლაშქრით მაჰმადყული-ხანი ისევ მოადგა თბილისს. ამჯერად ვახტანგ VI მოუმზადებელი დახვდა მტერს. ქართლის მეფეს განუდგნენ გიორგი არაგვის ერისთავი, ყაფლანიშვილები და ზოგიერთი მოქალაქე. უიმედო ვითარებაში ქართლის მეფემ თბილისი დატოვა. ლეკებმა გაძარცვეს მდიდარი ქალაქი და „აივსნენ დოვლათით“, ბევრიც დაატყვევეს. გ. მაoსურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9