აბ ალ ან ას
აბდ აბრ აბუ

აბუ ლ-ფიდა

არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი (1273-1331). ცნობილია მისი ორი ნაშრომი: ისტ. თხზულება „ადამიანის მოდგმის შემოკლებული ისტორია“, შედგება ორი ნაწილისაგან. ჩვენთვის საინტერესოა თხზულების მეორე ნაწილი, სადაც არის ცნობები საქართველოს, კერძოდ, თბილისის საამიროს უკანასკნელი პერიოდის შესახებ; გეოგრ. თხზულებაში - „ქვეყნიერების მოწესრიგება“ აღწერილია შავი ზღვა, მდინარე მტკვარი და მასზე მდებარე ქალაქები, მ.შ. თბილისი, კავკასიონის მთა და იქ მოსახლე ხალხები.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9