ზა
ზაქ

ზაქარია აგულეცი

სომეხი ვაჭარი (1630-91). მისი „დღიურები“ საისტორიო წყაროა XVII ს. სამხრ. კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიისათვის. ზ. ა-ის დღიურებში ვხვდებით საინტერესო ცნობებს თბილისის შესახებაც. სომეხი ვაჭრის ინტერესების სფეროში მოქცეულია თბილისის ზარაფხანა, სადაც მას ფული მოუჭრია. მისი ცნობით, 1651 oვლისში თბილისის ზარაფხანა ქართლ-კახეთის მეფეს როსტომს ეკუთვნოდა, ხოლო ზარაფად ხოჯა ბეჰბუდა იჯდა. იმავე წლის 11 აგვისტოს თბილისში დიდი წყალდიდობა ყოფილა. „დღიურები“ შეიცავს ცნობებს თბილისელ სომეხ ვაჭრებზე და სხვ.

თხზ.: დღიურები. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლიანა დავლიანიძემ, თბ., 1979.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9