ზა
ზაქ

ზაქარია ქანაქერცი

სომეხი მემატიანე, ჰოვანავანქში იოანეს მონასტრის დიაკონი (1627-99). ზ. ქ. თავის „ჟამთააღმწერლობაში“ მრავალგზის მოიხსენიებს თბილისს და აღწერს იქ მომხდარ, მისი თვალსაზრისით, მნიშვნელოვან მოვლენებს. 1679 თბილისში ჩამოსულა სრულიად სომეხთა კათალიკოსი ჰაკობ ჯულაეცი, რ-საც დიდი ვალები ჰქონია და მათი დაფარვის ბოლო იმედად თბილისში შესაწირავის შეგროვება მიუჩნევია. სომეხთა კათალიკოსს თბილისში შეგროვებული ფულით მართლაც დაუფარავს ვალები, რაც იმ დროის თბილისის სომხ. მოსახლეობის ეკონ. შეძლებაზე მეტყველებს. ზ. ქ. დაწვრილებით აღწერს თუმანიშვილებისა და ბარათაშვილების დაპირისპირებისა და ბრძოლის ეპიზოდებს. მისი თქმით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული ბაინდურ თუმანიშვილი შაჰ აბას II-მ, თითქოს, თბილისის უმაღლეს ხელისუფლად (ე. ი. მოურავად) დანიშნა 1650, რაც არც ერთი სხვა წყაროთი არ დასტურდება.

თხზ.: Xpoника, пер. И коммент. М. О. Дарбинян-Мехикян, M., 1969.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9