თე თო
თეო

თეოფანე ჟამთააღმწერელი

აღმსარებელი , ბიზანტიელი მემატიანე, ბერი, ხატთაყვანისმცემელი. ეკლესიამ წმინდად შერაცხა (დაახლ. 752-818). თ. ჟ.-ის მატიანე დაწერილია დაახლ. 810-814 და მოიცავს 289-813 ამბებს: „ქრონოლოგიაში“ მოთხრობილია ბიზანტიის იმპ. ჰერაკლეს 626 ლაშქრობის შესახებ და აღნიშნულია, რომ ბიზანტიელები და მათი მოკავშირე თურქები ერთმანეთს შეხვდნენ, ხოლო „სპარსელები კი ამას ყველაფერს ხედავდნენ ქალაქ ტიფლისიდან“. ეს ცნობა ადასტურებს სხვა წყაროთა მონაცემებს, რომ ჰერაკლეს ჯარი და მისი მოკავშირე დას. თურქთა ხაკანის ლაშქარი ერთმანეთს სწორედ თბილისთან შეხვდნენ და ქალაქი იმხანად სპარსელების ხელში იყო.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9