აბ ალ ან ას
აბდ აბრ აბუ

აბუ-უბაიდი

არაბულენოვანი ფილოლოგი, ყურანის მცოდნე და იურისტი (770-838). მის მრავალრიცხოვან ნაშრომს შორის, ადრინდ. შუა საუკ. საქართველოს ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იურიდ. ტრაქტატი - „წიგნი ქონების შესახებ“. ეს არის ყველზე ძველი თხზულება, რ-იც შეიცავს არაბი მხედართმთავრის ჰაბიბ იბნ მასლამას VII ს. 50-იანი წლების შუა ხანებში თბილისის მოსახლეობის სახელზე გაცემულ „დაცვის სიგელს“ და თბილისელთათვის განკუთვნილი წერილის არაბულ ტექსტს.

ლიტ. არაბ და სპარსულ მწერალთ გეოგრაფიული და ისტორიული ცნობები საქართველოს სესახებ, თარგმ. ივ. მაჭვარიანისა, „მოამბე“, 1897, №12 და 1898 № 1-2

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9