ია იბ იე იზ ის
იაზ იაკ

იაზიკოვი ნიკოლოზ დანიელის ძე

რუსეთის დიპლომატიური აგენტი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1740-77-ის შემდეგ). 1770 მეფის მთავრობამ საქართველოში გამოაგზავნა იმ კონფლიქტის გასარკვევად, რ-საც ადგილი ჰქონდა, ერთი მხრით, გენ. გ. ტოტლებენსა და მეორე მხრით, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის. ამასთანავე, მას ევალებოდა შეეკრიბა ცნობები საქართველოს შესახებ. საყურადღებოა მისი ე. წ. „ჩანაწერები“, სადაც აღწერილია აღმ. და დას. საქართველოს გეოგრ., სოც.-ეკონ. და მატერ. კულტურის ძეგლები. ი. რუსეთის მთავრობას თბილისის შესახებ მოახსენებდა: „საქართველოს მთავარი ქალაქია თბილისი. საკმაოდ ხალხმრავალი ქალაქი... ვაჭრობენ აზიურ საქონელს − ფარჩას, თავთას, ტყავეულს, აგრეთვე რუსეთიდან შემოზიდულ საქონელს... ბევრია ყოველგვარი ხელოსანი და ყოველი სახის ხელოსნობას აქვს ცალკე უბანი... ქალაქგარეთ მრავალი ხეხილის ბაღია, სადაც ხარობს ვაზი, ნუში, ლეღვი, ბროწეული, ატამი, შავქლიავი, ვაშლი და ბევრი სხვა“. საყურადღებოა, რომ ი-ის ცნობით იმდროინდელ თბილისში „ბევრი მდიდარი ვაჭარი“ იყო. ზარაფხანის საიჯარო შემოსავალი ყოველწლიურად შეადგენდა 30000 მანეთს.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., მესხია შ., თბილისის ისტორია,1952, . გვ. 167.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9