არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი (გ. დაახლ. 897). მის თხზულებაში „ისტორია“ ძვირფასი მასალაა დაცული თბილისის საამიროს ისტორიისათვის. აღწერილია არაბთა ლაშქრობები ამიერკავკასიის ქვეყნებში, აჯანყებები სომხეთში, ქართლსა და კახეთში; თბილისის ამირას განდგომა სახალიფოსაგან და ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში. ბ. სoლაგაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2