ია იბ იე იზ ის
იაზ იაკ

იაკუთი

არაბი მეცნიერი და მწერალი, ისტორიკოსი, გეოგრაფი (1179-1229). მის ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია დიდი გეოგრ. ლექსიკონი „ქვეყნების ანბანზე გაწყობილი ლექსიკონი“, რომელშიც მოცემულია საინტერესო ცნობები ამიერკავკ. და, კერძოდ, საქართველოს შესახებ. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი თბილისის აღწერას:

„თაფლისი ან თიფლისი... იგი ჯურზანის მხარის დედაქალაქია... ესაა ქალაქი, რომლის იქითაც აღარ ვრცელდება ისლამი; მის შუაში მიედინება მდინარე, რომელსაც ეწოდება ქურრი და რომელიც ერთვის ზღვას. მასში დოლაბებია საფქვავად. მას არტყია დიდი გალავანი. იქ არის ძლიერ ცხელი აბანოები, რომლებიც არ საჭიროებს გაცხელებას და არც წყლის ამოქაჩვას... ესაა ცხელი წყარო, რომელიც ამოდის მიწიდან... ეს აბანოები, როგორც გადმომცა ამის შესახებ ბევრმა თბილისის მცხოვრებთაგან, მუსლიმებისთვისაა და სხვები მასში არ დადიან...“

პუბლ.: იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ე. სიხარულიძის გამოც., ნაკვ. 1, თბ., 1964.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9