ია იბ იე იზ ის
იბნ

იბნ ალ-ადიმი

არაბი ისტორიკოსი (1192-1262). ავტორია მრავალი თხზულებისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია მშობლიური ჰალაბის ისტორია ძვ. დროიდან 1243-მდე. მასში არის საინტერესო ცნობები ქართველებისა და საქართველოს შესახებ. ავტორი მოგვითხრობს მანციკერტის (მანასკერტის) ბრძოლაში (1071) ქართველთა მონაწილეობაზე, იძლევა დიდგორის ბრძოლის (1121) ახ. ვერსიას, ეხება XIII ს. დასაწყისში საქართველოსა და აიუბიანთა სახელმწიფოს ურთიერთობებს.

ლიტ.: კუტალია გ., ქემალ ალ-დინის ცნობა დიდგორის ბრძოლის შესახებ, „საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, 1974, ტ. 74, .№ 2.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9