ია იბ იე იზ ის
იბნ

იბნ ალ-ასირი

არაბი ისტორიკოსი (1160-1234). სხვა ნაშრომებთან ერთად მას ეკუთვნის თორმეტტომიანი მსოფლიო ისტორია − „სრული ისტორია“, რომელშიც მნიშვნელოვანი წყაროა ახლო აღმ. და საქართვ. ისტორიისათვის. მასში დაცულია ცნობები დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლებისა და ჯალალედინის მიერ თბილისის აღების შესახებ. ხვარაზმელებმა „დახოცეს რაც კი იქ ქართველები იყვნენ. ჯალალ ედ-დინს არ გადაურჩა არც დიდი, არც პატარა, გარდა იმისა, ვინც მაჰმადის სარწმუნოება მიიღო“. ავტორის ცნობით, სულთნის ჯარები ძალიან ცუდად ექცეოდნენ თბილისის მუსლიმანებსაც „და უსამართლოდ სტანჯეს ისინი. ამ უბედურებმა ქართველებს მისწერეს და მოსვლას ეხვეწებოდნენ, ქალაქს გაგიღებთო“. გ. ჯაფარიძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9