ია იბ იე იზ ის
იბნ

იბნ ალ-ფუვატი (ქამალ ალ-დინ)

არაბი ისტორიკოსი, მოღვაწეობდა ბაღდადსა და აზერბაიჯანში (1244-1323). მისი შრომებიდან აღსანიშნავია „მოკლე კრებული ცნობებისა ლაყაბთა ლექსიკონში“, რომელშიც არასრული სახითაა შემონახული. მასში არის ცნობები თბილისელ მუსლიმანთა შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ მარაღის (აზერბაიჯანი) ობსერვატორიაში. მათ შორის არის თბილისის ყადი, ცნობილი მათემატიკოსი და ასტრონომი ფახრ ალ-დინ ალ-ხილათი.

ლიტ.: ჯაფარიძე გ., XIII საუკუნის თბილელი მეცნიერი მარაღის ობსერვატორიაში, „მაცნე“. ისტორიის, არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1984, №2, გვ. 99-110.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9