ია იბ იე იზ ის
იეგ

იეგერი (Jäger)

გერმანელი ნატურალისტ-ენტომოლოგი XIX ს. I ნახ. 1825 იმოგზაურა ყირიმსა და კავკასიაში. იყო თბილისში. ამ მოგზაურობის აღწერა გამოსცა 2 წიგნად (1825, 1827). მასში დაწვრილებით აღწერა თბილისი და გაევროპელების გზაზე დამდგარი ქალაქის საზ-ბა. განსაკუთრებით საყურადღებოა ნაშრომის დამატება, სადაც ი. დიდ ადგილს უთმობს კავკასიისა და საქართველოს ფიზ.-გეოგრ. და მეურნეობის ცალკეული დარგების აღწერილობას.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг., Tб., 1946.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9