ია იბ იე იზ ის
იზი

იზი სულეიმან ეფენდი

თურქი ისტორიკოსი და პოეტი (გ. 1755). 1743 და 1746 ორჯერ ეკავა ოფიც. ჟამთააღმწერლის თანამდებობა. მისი ორტომიანი ისტორია მოიცავს 1730-50 წლების ამბებს. მის თხზულებაში საყურადღებო ცნობებია დაცული ამიერკავკ. ქვეყნების ისტორიისათვის. ი. საგანგებოდ აღწერს ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ, ტახტისათვის გამართულ ბრძოლას, რომელშიც, მისი სიტყვით, მონაწილეობდა „თბილისის ხანი თეიმურაზი“, რომელი თავს დაესხა სპარსელებს და დაიკავა „ერევანი, განჯა და თბილისი“. ნ. შენგელია.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9