აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალ-ისტახრი

არაბი მოგზაური და გეოგრაფი (850-934). მის თხზულებაში. „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“ ავტორი ეხება მუსლ. ქვეყნებს ესპანეთიდან ინდოეთამდე. მოკლედ არის აღწერილი თბილისიც, რ-იც აღნიშნულია ი-ის მიერ შედგენილ ამიერკავკ. რუკაზე. ი. წერს: „ტფილისი დარუბანდზე ნაკლებია და ორი კედელი აქვს თიხისა. სიმდიდრით სავსე ადგილია, მრავალ ხილიან-ნათესებიანი, მრავალი საქონელი და თაფლი მტკვრით მიაქვთ იქიდან. აქვს თბილი წყლები მსგავსად ტიბერიისა, უცეცხლოდ ცხელი. მთელ არანში ბარდავზე, დარუბანდსა და ტფილისზე უფრო დიდი ქალაქი არ არსებობს“. გ. ჯაფარიძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9