კა კი კლ კო
კლა

კლაპროთი (Klaproth) ჰაინრიხ იულიუს ფონ

გერმანელი ლინგვისტ-ორიენტალისტი (1783-1835). პეტერბ. აკადემიის დავალებით მივლინებული იყო კავკასიაში ფილოლ., ეთნოგრ. და ისტ. კვლევისათვის. ჩამოვიდა თბილისში, სადაც დაყო 1808 წ. 13 იანვრიდან ივნისის ბოლომდე. აქედან მთავრობასთან შეუთანხმებლად დადიოდა საქართვ. სხვადასხვა კუთხის გასაცნობად. თბილისის ქართ. საზოგადოება ყოველნაირად ეხმარებოდა მას მეცნ. კვლევაში, რამაც გააღიზიანა მაშინდელი მთავარმართებელი ი. გუდოვიჩი. ივნისში კ. იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. მის წიგნში: „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში“ არის თბილისის აღწერა და ისტორიული ნარკვევი. კ-ის ცნობით, თბილისის მოსახლეობა, რუსთა გარნიზონისა და ჩინოვნიკების გამოკლებით, 18.000 სულს შეადგენდა.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг., Tб., 1946 .

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9