კა კი კლ კო
კონ კოხ

კონტარინი (Contarini) ამბროჯო

ვენეციელი დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვენეციური არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი (დ. წ. უცნობია − გ. 1499). 1473-77 ვენეციის ელჩი სპარსეთში უზუნ-ჰასანის კარზე. 1475 ორჯერ იყო თბილისში. აქვს მოკლე, საინტერესო ცნობები თბილისის შესახებ. აღნიშნავს, რომ ოდესღაც დიდი და სახელგანთქმული ქალაქი „ამჟამად დაცემულია, მაგრამ ქალაქის ის უბნები, რომლებიც აოხრებას გადარჩენია, ახლაც კარგად არის დასახლებული. იქ მრავლად არიან კათოლიკეები“ კ. ადასტურებს თბილისში შავი ჭირის გავრცელების ფაქტს 1475 წ. მისივე სიტყვით, აღნიშნულ წელს „შავი ჭირი ძლიერ მუსრავდა ხალხს“.

ლიტ.: იტალიელი მოგზაურები საქართველოში XV საუკუნეში. იოსაფა ბარბარო და ამბროზიო კონტარინი. თარგმ. ალ. ჭყონიასი, „მოამბე“, 1894, .№11, გვ. 56.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9