კა კი კლ კო
კონ კოხ

კოხი (Koch) კარლ ჰაინრიხ ემილ

გერმანელი ბოტანიკოს-დენდროლოგი, მოგზაური (1809-79). 1836, 1843-44 იმოგზაურა აღმოსავლეთში. ხუთჯერ იყო თბილისში. თავისი მოგზაურობის შედეგები გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნად. ერთ-ერთი წიგნია „მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში“ (გერმანულად გამოქვეყნდა 1842-43), რ-ის ერთი თავი მთლიანად ეძღვნება თბილისს. კ. წერს: „მე არ ვიცი სხვა ადგილი, რომელსაც ჩემზე ასეთი სასიამოვნო შთაბეჭდილება მოეხდინოს იმიტომ, რომ აქ, თბილისში, აღმოსავლური ხასიათი ევროპულის გვერდით საკმაოდ წმინდად არის შემონახული... ყველაზე ლამაზად მაინც მტკვრის ნაპირას მდებარე, ჩამწკრივებული სახლები გამოიყურება, განსაკუთრებით საღამო ჟამს, როდესაც მდინარეში ათასფერადი ნათურების სინათლე ირეკლება ხოლმე... თბილისში დიდი ხანია არსებობს გიმნაზია, რომელიც, რასაკვირველია, გერმანულს ვერ შეედრება, მაგრამ საფრანგეთის ზოგიერთ მსგავს სკოლებთან უპირატესობაც კი აქვს, ვინაიდან მეტისმეტად ფორმალურ სწავლებაზე ნაწილობრივ უარი თქვეს“.

პუბლ.: კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. გერმ. თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლონდა მამაცაშვილმა, თბ., 1981.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9