აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალი მუსტაფა

თურქი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ისტ., პოლიტ. და რელიგ. ნაშრომების ავტორი (1541-1600). მის ერთ-ერთ ისტ. თხზულებაში „გამარჯვების წიგნი“ აღწერილია 1578 ოსმალთა ლაშქრობა აღმ. საქართველოში მათ მიერ თბილისის აღება. პირადად მონაწილეობდა ლაშქრობაში, როგორც მთავარსარდალ მუსტაფა ლალა- ფაშას მდივანი, წერდა ლაშქრობის დღიურებს. ა-ის ცნობით, „თბილისის ციხე დიდი, შესანიშნავი ციხესიმაგრეა, რომელიც თხრილების სიღრმით თვით ქალაქის და მისი ბურჯების სიმაღლის მიხედვით, არაბთა ქვეყნის უდიდესი უმშვენიერესი ქალაქის - ჰალაბის - მსგავსია. ამასთნავე, იმის მიხედვით, რომ (თბილისს) მდინარე მტკვარი ჩაუდის შუაში და ცხელი წყაროებია, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ჰგავს...“ ნ. შენგელია
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9