სომეხი მემატიანე XII ს. I ნახ. ნაშრომში „ჟამთააღმწერლობა“ დაწვრილებით აღწერს დიდგორის ბრძოლასა და თბილისის აღებას დავით აღმაშენებლის მიერ: „იმავე წელს (დიდგორში გამარჯვების წელს) დავითმა სპარსთაგან აიღო ქალაქი თბილისი, სასტიკი ხოცვა დაატრიალა ქალაქში და ხუთასი სარანგი (ჯარის მეთაური) ძელზე გასვა და ბოროტად მოაკვლევინა“. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2