პე პო
პოლ

პოლო (Polo) მარკო

იტალიელი მოგზაური და მწერალი (1254-1324). 1271-75 ზღვით მივიდა მცირე აზიის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე. მისი ჩანაწერები მოგზაურობაზე „მარკო პოლოს წიგნი“ (1298) ძვირფასი წყაროა საქართვ., სომხეთის, ირანის, ჩინეთის, მონღოლეთის და სხვა ქვეყნების გეოგრ., ეთნოგრ. და ისტ. შესახებ. მისი ცნობით, რომელიც მონღოლთა ბატონობის ეპოქის ვითარებას ასახავს, საქართველოში არის „ქალაქები და დაბები“, სადაც ისეთ ლამაზ აბრეშუმს და ოქროქსოვილს ამზადებენ, რომლის ბადალსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. თბილისი ხელოსნობის ცენტრია. პ-ს ცნობით, თბილისის მოსახლეობა მეტად მრავალრიცხოვანი იყო.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9