მა მე მი მო მუ მხ
მათ მან მარ მაჯ

მაჯდ-ალ-სალტანე

ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი. გენერალი. 1894 იმოგზაურა კავკასიაში. თხზ-ში „მოგზაურობა“ თავისი შთაბეჭდილების აღწერისას ვრცლად ეხება თბილისს: „თბილისი მთელი კავკასიისა და საქართველოს საგუბერნიო ცენტრია. მასზე გადის ბათუმ-ბაქოს რკინიგზა, მდ. მტკვრის ორსავე მხარეზეა გაშენებული ერთი ფარსანგის (6-7 კმ) მანძილზე. ქალაქის შუაში რამდენიმე ბულვარია, სადაც სახელმწიფო დაწესებულებათა უმრავლესობაა, სამხედრო და ქალაქის მუზეუმები, სასტუმროები („ლონდონი“, „კავკასია“, „ვერსალი“, „გრანდ-ოტელი“), ეკლესიები, თეატრები, ცირკი, საზოგადოებრივი კლუბები. ბულვარზე ლამპიონებია. ავტორი იხსენიებს ტელეფონს, ტრამვაის (ყველა ცნობილ ქუჩაზე ტრამვაის ხაზია), ეტლებს (3000 გასაქირავებელი ეტლია), ველოსიპედს; ეტლებისა და კარეტების დამამზადებელ ფაბრიკებს, რ-თა ნაწარმი ირანშიც გააქვთ, ჯარის სადგომებს, ჯარს, მათ ტანსაცმელს, სათესი მანქანების დამამზადებელ ქარხნებს, სამკურნალო დაწესებულებებს, აბანოებს (ორბელიანის აბანო), აფთიაქებს, ზუსტი ხელსაწყოების მაღაზიებს; აგვიწერს ქრისტიანულ დღესასწაულებს (ნათლისღება), ქალთა ზნე-ჩვეულებებს, ტანსაცმელს, ქორწილს. მოგვითხრობს მთაწმინდის კალთაზე შეიხ სენანის აკლდამის მითის თაობაზე.

თხზ: ქალაქ თბილისის აღწერა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, თარგმნა და კომენტარები დაურთო მაია მამაცაშვილმა, თბ., 1971.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9