მა მე მი მო მუ მხ
მეჰ

მეჰმედ ბენ მეჰმედი

თურქი ისტორიკოსი (გ. 1640). მას თავისი თხზულების პირველი ნაწილი 1620 სულთან ოსმან III-თვის მიუმღვნია. ამ ნაშრომში ამბები გადმოცემულია 1617-მდე და საყურადღებო ცნობებს შეიცავს საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის. ავტორს ვრცლად აქვს აღწერილი ოსმალთა ლაშქრობა საქართველოში სინანფაშას მეთაურობით, მის მიერ დმანისის, შემდეგ თბილისის აღება (1580) და ამასთან დაკავშირებული ამბები.

ლიტ.: შენგელია ნ., XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974, გვ. 28-29.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9