მა მე მი მო მუ მხ
მიქ

მიქელ პანარეტოსი

ბიზანტიელი მწერალი XIV-XV სს. თავის „ტრაპიზონის ქრონიკაში“ მოგვითხრობს ტრაპიზონის მეფის იოანე-ალექსი III-ის და საქართვ. მეფის დავით IX-ის საქორწინო შეთანხმებაზე... აქ იგი საქართველოს მეფეს უწოდებს „ტიფლისის მეფეს“. უფრო ქვემოთ, თემურლენგის საქართველოში ლაშქრობისა და ბაგრატ V-ის შეპყრობის ამბავთან ერთად მ. პ. აღწერს თბილისს. იგი აღნიშნავს, რომ თემურლენგმა ხელთ იგდო „საოცარი ტიფლისი“, შემდეგ კი უმატებს: „ვინ მოთვლის რა ქონება იგდო ხელთ, რა ხატები გაძარცვა და დაწვა, რამდენი თვალი პატიოსანი, მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი წაიღო“. ეს მინიშნებაა ქალაქის სიმდიდრეზე. თანაც აქვე მოცემულია თბილისის აღების ზუსტი თარიღი − 1387 წ. 21 ნოემბერი. ნ. ლომოური.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9