აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალ-მუკადასი

არაბი მოგზაური და გეოგრაფი (946 ან 947 - დაახლ. 1000). იმოგზაურა მუსლიმური აღმ. მრავალ ქვეყანაში. საკუთარი დაკვირვებისა და წინამორბედ ავტორთა შრომებზე დაყრდნობით აღწერა ეს ქვეყნები წიგნში „საუკეთესო დაყოფა კლიმატების შესასწავლად“. ამ ნაშრომში აღწერილია თბილისიც, რ-იც „გაშლილია მტკვრის ორივე ნაპირზე და შეერთებულია ხიდით, რომლის კედლები ქვისაა, ხით მოპირკეთებული“. გ. ჯაფარიძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9