მა მე მი მო მუ მხ
მუი მუნ

მუნეჯიმბაში (ნამდვ. სახელი - აჰმედ იბნ ლუთფულაჰი)

თურქი ისტორიკოსი (1631-1702), მისი თხზულება „დინასტიათა კრებული“ დაწერილია არაბ. ენაზე. ისტ. ამბები აქ დინასტიათა მიხედვითაა გადმოცემული. ერთი თავი შედადიანთა დინასტიის არანის შტოს ეთმობა. შედადიანებს ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან და თბილისის საამიროსთან. ამიტომ თხზულების ამ ნაწილში საინტერესო ცნობები გვხვდება თბილისის შესახებ.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9