მა მე მი მო მუ მხ
მხი

მხითარ აირივანეცი

სომეხი ქრონოგრაფი, მოძღვარი XIII ს. თავის „ჟამთააღმწერლობაში“, სადაც აღწერილია საქართვ. ისტ. უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ვკითხულობთ: „ფარნავაზ − პირველი მეფე“, „ანდრიკ (ალბათ ადერკი) − მის დროს დაიბადა ქრისტე“, „მიჰრან − ამან ნუნეს (ე. წ. წმ. ნინოს) ქადაგებით იწამა ქრისტე“ და „ვახტანგ − ამან ააშენა თბილისი“. ამ ცნობაში თბილისის დაარსება ქართველთა შორის ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთადაა მოხსენიებული, რითაც ყურადღება გამახვილებულია ხსენებული ფაქტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მ. ა., ქართ. წყაროების მსგავსად, თბილისის დამაარსებლად ვახტანგ გორგასალს მიიჩნევს. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9