ნა ნე ნი
ნაჯ

ნაჯიბ ჰამადანელი

ირანელი ავტორი XII ს. II ნახ. სპარს. ენაზე დაწერა კოსმოგრაფიულ-გეოგრ. თხზულება „ქმნილებათა საკვირველებანი და არსებულის იშვიათობანი“, რ-ის მეოთხე კარში ანბანის რიგზე მოცემულია მსოფლიოს ქალაქებისა და ციხეების, მ. შ. თბილისის აღწერა. ავტორი მოგვითხრობს, რომ თბილისი „დიდი და სიკეთით აღსავსე ქალაქია და ორი მაგარი გალავანი (ციხე) აქვს. ქალაქში 40 აბანოა, სადაც წყალი ბუნებრივად არის ცხელი“. თხზულების ერთ-ერთი ხელნაწერის მიხედვით, ერთ აბანოს რომ გაახურებენ, ყველა თბება. ავტორი ხაზს უსვამს თბილისელი ქალების სილამაზეს და აღნიშნავს, რომ ისინი დუქნებში მუშაობენ და სახეს არ იფარავენ.

ლიტ.: კიკნაძე რ., XI-XIII სს. თბილისის ისტორიიდან, „ისტორიის ინ-ტის შრომები“, 1960, ტ. 5, ნაკვ. 1.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9