ნა ნე ნი
ნეგ

ნეგრი (Negri) ალექსანდრე

დიპლომატი და არქეოლოგი (1784-1854). წარმოშობით უძველესი ბერძნ. გვარიდან იყო. 1806-იდან მუშაობდა რუს. საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1818 ახლდა ა. ერმოლოვს სპარს. შაჰთან ელჩობისას. რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 ომის დროს აწარმოებდა მოლაპარაკებებს თურქებთან. მისი ცნობით, 1816 თბილისში 20 ათ. მცხოვრები იყო. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისში საღი ჰაერი და საუცხოო წყალია, შენობებს კი ასე აღწერს: „სახლების სახურავი ბრტყელია და მიწით არის დაფარული. სახურავი ამავე დროს წარმოადგენს ბანს“.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9