ნა ნე ნი
ნიზ ნიკ

ნიკოლაი ალექსანდრე პავლეს ძე

რუსი მოღვაწე (1821-99). 1863-იდან სენატორი და კავკ. მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი თბილისში. მისი ცნობით, „თბილისში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქუჩების მოკირწყვლა დაიწყო 1863, დამთავრდა 1867. 1860-იდან ინტენსიურად მიმდინარეობდა წყალსადინარი მილებისა და კანალიზაციის გაყვანა. 1862-72 თბილისში აშენდა 1152 კერძო სახლი. თბილისის მოსახლეობა 1872-ისათვის იყო 81. 181 კაცი. აქვს ცნობები თბილისის სასწავლებლების შესახებ. ავტორია ქართ. სკოლებიდან მშობლიური ენის განდევნისა და რუსული ენის გაბატონების პროექტისა.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9