პე პო
პეი

პეისონელი (Peysonnel)

ფრანგი მოგზაური. საფრ. სავაჭრო კაპიტალის აგენტი XVIII ს. 50-60-იან წლებში. საგანგებოდ დაათვალიერა თბილისი და მთელი საქართველო, „თბილისში ყოველდღე მიდის ქარავნები განჯიდან, შამახიდან, ერევნიდან, თავრიზიდან და არზრუმიდან. იქ (თბილისში) იშოვება ბლომად ურმები და ცხენები ძლიერ იაფად, და ყოველს თვეში იქიდან გადის 150-200-მდე კარგი ურემი ერევანს, თავრიზს და არზრუმში“. მისივე სიტყვით, „ყველამ იცის, რომ ეს ქალაქი (თბილისი) წარმოადგენს სპარსეთიდან კონსტანტინოპოლისა, სმირნისა, ალეპოს და ამ ქალაქებიდან სპარსეთს მიმავალ ქარავნების საქონელთა საწყობს. აქედან გასაგებია, − განაგრძობს პ., − რომ თბილისი მართლაც წარმოადგენს ყველაზე უფრო ხელსაყრელ ადგილს სპარსეთთან შავი ზღვით ვაჭრობის დასამყარებლად. ეს გზა იქნება ყველაზე მოკლე და ნაკლები ხარჯების მომცემი... ახალციხის გზით იქ შეიძლება შავი ზღვიდან მიტანილ იქნას ევროპული საქონელი და იქიდან გავრცელდეს სრულიად ადვილად მთელს სპარსეთში. ასევე ადვილად შეიძლება იქ სპარსული და ინდური საქონლის მოპოვება და მისთვის გზის მიცემა შავი ზღვისკენ იმავე მიმართულებით“.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., მესხია შ., თბილისის ისტორია, თბ., 1952, გვ. 165-166.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9