რა რო
რაი

რაინეგსი (Reineggs) იაკობ

გერმანელი ექიმი, მოგზაური, ავანტიურისტი (1744-93). რუსეთის რეზიდენტი ერეკლე II-ის კარზე. 1774-83 ცხოვრობდა თბილისში. იცოდა რამდენიმე აღმ. ენა, მ. შ. ქართულიც. რ-მა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისის სამეცნ.- საგანმანათლებლო ცხოვრებაში. იაკუბ-ხანის სახელით მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა ერეკლე II-ის კარზე; მუშაობდა ექიმად, გერმ. ენას ასწავლიდა პატრების სკოლაში. მან თბილისში გახსნა სამედ. სასწავლებელი და ე. წ. საბატონიშვილო სკოლა. იგი ქართველ სამხ. პირებს ასწავლიდა საარტილერიო საქმეს და დავით ბატონიშვილის ერთ-ერთი მასწავლებელიც იყო. დიდ დროს უთმობდა სამთამადნო საქმეს, ხელმძღვანელობდა სტამბას (ვენიდან გამოიწერა სასტამბო მანქანა) და სხვ. რ-ის ნაშრომს „კავკასიის ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერა“ (რომელიც 2 წიგნად გამოსცა პეტერბურგის აკადემიამ), როგორც საქართველოსა და კავკასიის ისტორიის წყაროს, დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

ლიტ.: ტარდი ლ., იაკუბ-ბეი, თბ., 1971.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9