რა რო
რომ როტ

რომელი (Rommel) დიტრიხ-კრისტოფ

გერმანელი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ფილოლოგი (1781-1859). 1811-14 ხარკოვის უნ-ტის მიწვევით მუშაობდა ლათ. სიტყვიერებისა და სიძველეთა კათედრის პროფესორად. 1803 გამოქვეყნდა მისი „კავკასიის რეგიონებისა და ხალხების სტრაბონისეული აღწერილობის კომენტარები“, ხოლო 1808 − „კავკასიის ხალხები მოგზაურობის აღმწერთა ცნობების მიხედვით“. ნაშრომში წარმოდგენილია საინტერესო მონაცემები საქართველოს ცალკეული კუთხეების ისტორიის შესახებ, მათ შორის თბილისზეც. რ. წერს: „ქართველთა რელიგია მართლმადიდებლურია, და არა მარტო მათს დიდ და ხალხმრავალ დედაქალაქ თბილისში, არამედ სხვაგანაც ჰყავთ სამღვდელოება და აქვთ ეკლესიები...“ ნ. გიოშვილი.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9