რა რო
რომ როტ

როტიე (Rottiers)

რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, წარმოშობით ბელგიელი (გ. 1829 შემდეგ). 1811-18 იყო საქართველოში მე-20 დივიზიის შტაბის უფროსად. 1815 გამოსცა მემუარები საქართველოზე. ცნობილია რ-ს „თბილისიდან კონსტანტინოპოლში მგზავრობის გზამკვლევი“, რომელშიც აღწერილია თავისი მარშრუტი: თბილისი, მცხეთა, მუხრანი, გორი, უფლისციხე, სურამი, ქუთაისი, გელათი, მარანი, ფოთი, წმ. ნიკოლოზის ფორტი და ა. შ. წიგნი შეიცავს ცნობებს ლაზებზე, ნარკვევს ქართული ენის შესახებ, საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა მიმოხილვას და სხვ. დართული აქვს ორი რუკა (1. შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო; 2. კონსტანტინოპოლი), ტაბულები: ქართული ანბანი და სხვ. აქვს ცნობები კათოლიკური ეკლესიის ისტ. შესახებ საქართველოში.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг, Tб., 1946.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9