აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალ-სამანი

არაბი ავტორი (1113-67). მის თხზულებაში „წიგნი გენეალოგიებისა“ ანბანზე ჩამოთვლილია ცნობილი ნისბები (წარმომავლობის სახელი) და ამ ნისბებით ცნობილი პირები. მოცემულია ისტ. პირებისა და მეცნიერების ბიოგრაფიები, მათი ნაშრომები. ჩამოთვლილ ნისბებს შორის არის თიფლისი (თბილისელი) და ქურჯი (ქართველი). ავტორის ცნობით, თბილისი სახელგანთქმული ყოფილა თავისი მეცნიერებით, მ. შ. იყვნენ ქართველებიც, რ-თაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ მეცნ. და კულტ. ისეთ ცენტრებთან, როგორიც იყო ბაღდადი, იერუსალიმი, დამასკი, მარვი, ნიშაბური, ისპაანი, მექა, პალაბი და სხვ. ე. სიხარულიძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9