სა სე სი სმ სტ
სამ საფ

"სამყაროს საკვირველებანი"

უცნობი ავტორის მიერ XIII ს. I მეოთხედში სპარს. ენაზე შედგენილი გეოგრ. თხზულება. იგი ტყვედ ყოფილა საქართველოში 1210 და ალბათ თბილისიც ნახა. კარგად იცნობს და იყენებს თავისი დროის მდიდარ გეოგრ. ლიტ-რას. თხზულების მეორე ნაწილში ანბანის რიგზე მოცემულია მსოფლიოს ქვეყნებისა და ქალაქების, მ. შ. თბილისის აღწერა. საყურადღებოა ცნობები როგორც ქალაქის პოლიტ. ისტორიის, ისე მისი გარეგნული იერის და ეკონ. ცხოვრების შესახებ. „თბილისი, ეს დიდი, გამაგრებული ქალაქია, რომელიც ძნელად მისადგომ ხევშია გაშენებული. ქალაქის პირდაპირ არის კარგად ნაგები ციხე. ციხეში აუშენებიათ მეფეთა სასახლეები და მრავალი საყარაულო კოშკი. მდინარე ისე ახლო ჩაუდის ციხეს, რომ რასაც კი მცირე კარიდან გადაყრიან და გადააგდებენ, პირდაპირ მდინარეში ცვივა“. თხზულებაში ნახსენებია მტკვარზე გადებული ერთმალიანი ხიდი, ტივებზე გამართული წისქვილები, მეფეთა სასახლეები, 65 აბანო, რომლებშიც ბუნებრივი ცხელი წყალი მოდის, ქალაქის ბაღები და მათი მორწყვის საშუალებანი, სავაჭროები, ჩამოთვლილია საუკეთესო საქონელი, რ-ითაც თბილისი განთქმული იყო ახლო აღმოსავლეთში (ცხენის აღკაზმულობა, საჭურველი, ტკბილეული, ცვილი, ძვირფასი ბეწვეული, მინა, ფიალები, ბროლის ნაწარმი და სხვ).

პუბლ.: „სამყაროს საკვირველებათა“ ცნობები საქართეელოსა და კავკასიის შესახებ, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1978.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9