VII ს. სომეხი მემატიანე, ეპისკოპოსი. თავის თხზულებაში „ისტორია“ თბილისს ახსენებს VI ს. ბოლოს მომხდარ პოლიტ. მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილი სპარსეთის მეფე ხოსრო ჰპირდება ბიზანტიის კეისარს მავრიკიოსს, რომ დაუთმობს მას ქართლის ქვეყნის უდიდეს ნაწილს ქალაქ თბილისამდე. თბილისი ის მიჯნა იყო, რ-ის იქით დათმობა აზრს კარგავდა. სპარსეთმა ამჯერად თბილისი თავისი გავლენის სფეროში შეინარჩუნა. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2