სა სე სი სმ სტ
სებ სელ

სელანიქი მუსტაფა

თურქი ისტორიკოსი (XVI ს.). თავის თხზულებაში („ისტორია“) საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს იმ მრავალრიცხოვანი ლაშქრობის შესახებ, რ-ის თვითმხილველი და უშუალო მონაწილეც თვითონ იყო. თხზულება მოიცავს 1564-99 წლების ამბებს. მასში იშვიათი სიზუსტითაა აღწერილი ოსმალეთ-საქართველოს ურთიერთობის მეტად მნიშვნელოვანი მომენტები. ს. თბილისის შესახებ აღფრთოვანებული წერს: „მთელი მსოფლიოს ხელმწიფეთა შურის მომგვრელი, მდინარის პირას გაშენებული ტფილისის ციხე“.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9