სა სე სი სმ სტ
სტა სტე სტი

სტაინბეკი (Steinbeck) ჯონ ერნსტ

ამერიკელი მწერალი (1902--68). ნობელის პრემიის ლაურეატი (1962). ორჯერ იყო საქართველოში − 1947 და 1963. 1948 გამოაქვეყნა შთაბეჭდილებების წიგნი „რუსული დღიური“, რ-ის ორი თავი ეძღვნება საქართველოს, იქვე მოხსენიებულია თბილისი. ს. წერს: „ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ სუფთა ქალაქია თბილისი. ეს გახლავთ პირველი სუფთა ქალაქი იმ აღმოსავლურ ქალაქთაგან, რომლებიც კი მინახავს. ქალაქმა ფრიად მოგვხიბლა და ძალზე ადრე ვიღვიძებდით, რაც შეიძლება მეტის ნახვა რომ მოგვესწრო... თბილისის ქუჩები განიერი და ჩრდილიანია. მრავალი შენობა გამოირჩევა ძალზე თანამედროვე იერით... თბილისის მკვიდრნი უკეთესად არიან ჩაცმულნი, უკეთესად გამოიყურებიან და უფრო გალაღებულნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც რუსეთში შეგვხვედრია“.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9