სა სე სი სმ სტ
სტა სტე სტი

სტეფანოს ორბელიანი

ცნობილი სომეხი ისტორიკოსი, მიტროპოლიტი (1258-1304). მის ნაშრომში „სისაკანის სახლის ისტორია“ თბილისი დახასიათებულია მეფის მთავარ საყრდენ ციტადელად ფეოდ. სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დემნა უფლისწულის აჯანყების გადმოცემისას ავტორი აღნიშნავს, რომ მოულოდნელი ამბის გაგებისთანავე მეფე გიორგი III „ამხედრდა ცხენსა და ივლტოდა მყის, და შევიდა ტფილისს და მტკიცე იქმნა“. ხოლო განდგომილმა დიდებულებმა როცა შეიტყვეს მეფის თბილისში გამაგრება, „არღარა მივიდნენ მას ზედა, არამედ ელოდნენ გამოსვლასა მისსა“. ამის შემდეგ აჯანყებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი გიორგი III-ის მხარეზე გადავიდა. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9