სა სე სი სმ სტ
სტა სტე სტი

სტივენი (Steeven) კრისტიან

ევროპელი მოგზაური, ბოტანიკოსი და ენტომოლოგი (1781-1863), 1804-05 საქართველოში იმყოფებოდა. 1810 იმოგზაურა აღმ. კავკასიაში ადგილ. მეურნეობის შესასწავლად. კავკასიის შესახებ დაგვიტოვა ორი შრომა: ერთი ოფიც. ანგარიში, მეორე − ნარკვევი „მოგზაურობა აღმოსავლეთ კავკასიაში“, სადაც აღწერილია თბილისი (მოკლე ეკონ. ნარკვევები), კახეთი, ქართლი და სხვ. ლაპარაკია ადგილ. ვაჭრობაზე და სავაჭრო-სამიმოსვლო გზებზე [თბილისი-ბაქო (კახეთისა და ნუხის გავლით), თბილისი-სურამი-ფოთი, თბილისი - მოზდოკი]. დართული აქვს აღმ. კავკასიის იშვიათი მცენარეების კატალოგი.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг, Tб., 1946.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9