არაბი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი (839-923). ავტორია ყურანის კომენტარებისა და მსოფ. ისტორიისა „მოციქულთა და მეფეთა ისტორია“, რ-იც ახლო აღმოსავლეთის ძვ. და შუა საუკ. ისტორიის უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება. ამ თხზულებაში დაცულია ცნობები საქართველოს შესახებაც, კერმოდ, თბილისის მოსახლეობისადმი ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ გაცემული „დაცვის სიგელი“. აღწერილია ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება: „ბუღას მოლაშქრეები თავს დაესხნენ თბილისს, სადაც 50000 კაცი დაიწვა, ცოცხლად დარჩენილები დაატყვევეს, დაღუპულნი გაძარცვეს“.
ტ-ის ცნობით, „თბილისს ხუთი კარი აქვს: მაიდნის კარი, კარის კარი, მცირე კარი, სოღდებილის კარი, რაბადის კარი. ყველა კარი საკუთრივ თბილისისაა. ერთი კარით ქალაქი თავის ნაწილს, სოღდებილს უკავშირდება, მეორეთი თავის რაბადს, „კარის კარი“ ქალაქ კარისაკენ მიმავალ გზაზეა“ და სხვ. გ. ჯაფარიძე.