ფა ფე
ფეტ ფეჩ

ფეჩევი იბრაჰიმ

ოსმალური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი (1574-1651). მსახურობდა სხვადასხვა სამოხელეო და სამხ. თანამდებობაზე. ოსმალეთის ჯართან ერთად მონაწილეობა მიიღო მრავალ ლაშქრობაში. ფ-ის თხზ. „ისტორია“ შეიცავს 1520-1640 ამბებს. იგი საუკეთესო წყაროა XVI-XVII სს. საქართვ. ისტორიისათვის. ფ. საგანგებოდ აღწერს მუსტაფა ლალა-ფაშას მიერ თბილისის დაკავებას 1578. ფ-ს ცნობით, მუსტაფა ლალა-ფაშამ უბრძოლველად დაიკავა თბილისი. დაუთ-ხანმა, რ-იც იმ დროს თბილისში იჯდა და ირანის მფარველობის ქვეშ იყო, დატოვა თბილისი და იგი ოსმალებს ჩააბარა. ოსმალებმა თბილისის ციხეში მეციხოვნვ ჯარი ჩააყენეს.

პუბლ.: იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ტექსტი ქართ. თარგმანითურთ გამოსცა ს. ჯიქიამ თბ., 1964.

ლიტ.: შენგელია ნ., XV-XIX საუკუნეების საქართვვლოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9